“ქართული ოცნების” წალენჯიხის გამგებლობის კანდიდატი წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს

0

10333239_285178994988438_5022635309490229994_o“ქართული ოცნების” წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატი გოგა გულორდავა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დარეჯან დადიანი ქალაქ ჯვარის მოსახლეობას შეხვდნენ. ყაზბეგისა და ნინოშვილის ქუჩის მცხოვრებლებთან გოგა გულორდავამ წინასაარჩევნო პროგრამის ირგვლივ ისაუბრა.

წალენჯიხის გამგებლობის კანდიდატმა ადგილობრივებს სამომავლო გეგმები გააცნო, რომელსაც “ქართული ოცნება” გაისად განახორციელებს. გოგა გულორდავამ ჯვარის მოსახლეობასთან შეხვედრისას ძირითად პრიორიტეტებზე ისაუბრა და ასევე მოისმინა ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები, რომელიც გათვალისწინებულ უნდა იქნეს სამომავლოდ.

“ქართული ოცნების” წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატი წინასაარჩევნო შეხვედრებს მუნიციპალიტეტის მაშტაბით კვლავ განაგრძობს.

სხვა ახალი ამბები: