ქართული ოცნების” წალენჯიხის ორგანიზაციის ყოფილმა თავმჯდომარემ პარტია პროტესტის ნიშნად დატოვა

0

565043_560581280643635_553637485_n“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” წალენჯიხის ორგანიზაციის ყოფილმა თავმჯდომარემ ბერდია კალანდიამ პროტესტის ნიშნად “ქართული ოცნების” რიგები დატოვა. მან ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ განცხადება გაავრცელა, რომელსაც უკომენტაროდ გთავაზობთ:

“წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდოამრის დავით ბელქანიას და გამგებლის გოგა გულორდავას მოქმედებები არ შეესაბამება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებას და არც ქვეყნის ახალი ხელისუფლების მიერ აღებულ კურსს. მათ მოაახერხეს და აბსოლუტურად გაუცხოვდნენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან. განსაკუთრებით კი იმ ნაწილთან, რომელიც საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად, საპარლამენტო არჩევნებზე ჩაბმული იყო ნაციონალების მიერ თავს მოხვეულ უთანასწორო ბრძოლაში.

მათ არ აღელვებთ მოსახლეობის აზრი და ბედი, ატყუებდნენ ყველას და თვითონვე იხლართებოდნენ საკუთარი სიცრუის ქსელში.. ამ საკითხთან დაკავშირები ლიას მოსახლეობამ ღია წერილითაც მიმართეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს. გულორდავა და ბელქანია საბოლოოდ განუდგა ხელისუფლებას და მოექცა რაღაც იდუმალი და საეჭვო წრეების გავლენის ქვეშ. ინფორმაციისათვის: წალენჯიხის მოქმედი გამგებელი გოგა გულორდავა,რომელიც წალენჯიხელი არ არის კონტროლის პალატაში მუშაობის პერიოდში ქრთამის აღების გამო სასჯელსაც კი იხდიდა,შემდეგ კი ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა.რატომ შეწყალა და რის სანაცვლოდ?! რატომ იყო გულორდავა 2012 წლის საპარლამეტო არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის ქოლგის ქვეშ?!

დღეს, წალენჯიხის ქართული ოცნება მედროვეთა ხროვად გადაიქცა. მიუხედავად არაერთი წერილისა ქართული ოცნების ცენტრალური ოფისი ყურს არ უგედებდა ხალხის ხმას. მალხაზ მჭედლიშვილის და ლაშა სამხარაძე მხოლოდ ჭორების სმენით იყვნენ დაკავებულნი.მათ გაანადგურეს ქართული ოცნება და ხელი შეუწყვეს ოდიოზური ფიგურების მოყვანას ქართულ ოცნებაში. რის სანაცვოლოდ ეს თემის მეორე მხარეა….. ჩემთვის მიუღებელია ისეთ ადამიანებთან მუშაობა, რომლის წარსული დაკავშირებული ქრთამის აღებასთან, რომლის წინაპრები საქართველოს პირველი პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასა და ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას დახვრეტის მოთხოვნის ხელმოწერების ორგანიზატორები იყვნენ და მოუწოდებდნენ მოსახლეობას გამსახურდიას განადგურებისკენ.. მე ვტოვებ პროტესტის ნიშნად პარტია ქართულ ოცნებას და შესაძლო გართულებების გამო მთელ პასუხისმგებლობას ვაკისრებ ამავე პარტიის ხელმძღვანელობას.”-ნათქვამია ბერდია კალანდიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

სხვა ახალი ამბები: