“ქართულმა ოცნებამ” ზუგდიდში ბოლო წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა

0

10406560_303261226510122_97801815642690051_n“ქართული ოცნების” ზუგდიდის ორგანიზაციამ ბოლო წინასაარჩევნო შეხვედრა ადგილობრივ ამომრჩეველთან ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელის სტადიონზე ხალხის სიმრავლის გამო გამართა. მმართველმა პარტიამ სოფელ დარჩელში ადგილობრივ მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გონელ ნაჭყებია წარუდგინა.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენის შემდეგ კი ადგილობრივებს ზუგდიდის რაიონში წარდგენილმა ყველა კანდიდატმა სიტყვით მიმართა. “ქართული ოცნების” ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატმა ედიშერ თოლორაიამ, მერობის კანდიდატმა ირაკლი გოგოხიამ და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა ამომრჩევლებს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ მოუწოდეს.

10300886_303261486510096_3763947373593896953_n10402624_303261243176787_2584664817107791013_n10473203_303261249843453_7036062191549840031_nჩვენი ხელისუფლების პირობებში უყურადღებოდ არ დარჩენილა არც ერთი სოფელი. თუმცა უმთავრესია არა მხოლოდ ის, რა გაკეთდა არამედ ის, რის გაკეთებას ვაპირებთ. ანაკლია და განმუხური არა მხოლოდ ზუგდიდისთვის, არამედ საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონისთვის გახდება საკურორტო და საზღვაო ცენტრი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკაში უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს. ასობით ადამიანის სტაბილური დასაქმება გააძლიერებს მათ ოჯახებს. ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმა, რომლის მიხედვითაც უახლოეს პერიოდში ზუგდიდი უდიდეს წარმატებებს მიაღწევს და თითოეული ზუგდიდელის ცხოვრება გახდება უფრო საინტერესო, მათი შრომა უფრო მეტად დაფასდება, ხოლო არსებული სოციალური პრობლემები მინიმუმამდე შემცირდება,”- აცხადებს ედიშერ თოლორაია.

სხვა ახალი ამბები: