”ქართულმა ოცნებამ” ზუგდიდსა და წალენჯიხას შტაბის ხელმძღვანელები წარუდგინა

1

ocneba3წალენჯიხასა და ზუგდიდში ”ქართულმა ოცნებამ” პრეზიდენტობის კანდიდატ გიორგი მარგველაშვილის შტაბის ხელმძღვანელები წარადგინა. ზუგდიდიში წინასაარჩევნო შტაბს ყოფილი პოლიციელი ზურაბ ჩიქავა უხელმძღვანელებს, ხოლო წალენჯიხის რაიონში, ”ქართული ოცნების” ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ნაჭყებია.

წინასაარჩევნო შტაბის ახალი ხელმძღვანელები სამეგრელოს ორ რაიონში ”ქართული ოცნების” სამეგრელოს რეგიონის კოორდინატორმა ხვიჩა ჯიშკარიანმა წარადგინა.

”ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ”ქართული ოცნების” წალენჯიხის ორგანიზაციაში შეგვხვდა აქტივისტებს. სადღაც ხუთი წუთი დაჰყო ჩვენთან გიორგი ნაჭყებიამ და გვითხრა, რომ წინა არჩევნებისგან განსხვავებით საპრეზიდენტო არჩევნები იქნება ბევრად უფრო თავისუფალი, სადაც ხელს არც პოლიცია შეგვიშლის და არც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შანსი არსებობს. ჩვენ გვქონდა ბატონ ნაჭყებიასთან გარკვეული ხასიათის კითხვები, მაგალითად როგორიცაა წინა არჩევნების დროინდელი გაუცემელი ხელფასები, თუმცა მან ჩვენს შეკითხვებს შეგნებულად აარიდა თავი და განაცხადა, რომ კითხვებს მოგვიანებით უპასუხებს”-განაცხადა smo.ge-ს წყარომ, რომელიც წინასაარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის წარდგენას ესწრებოდა.

”ქართული ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატის წალენჯიხის წინასაარჩევნო შტაბის ხელმძრვანელმა გიორგი ნაჭყებიამ ”ქართული ოცნების” წალენჯიხის ორგანიზაციის შენობა მალევე დატოვა და გეზი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობისკენ აიღო. smo.ge-ს წყაროს ცნობით, გიორგი ნაჭყებია ამ წუთებში წალენჯიხის გამგებელსა და საკრებულოს თავმჯდომარეს ხვდება.

სხვა ახალი ამბები: