“ქართულმა ოცნებამ” საპრეზიდენტო კანდიდატად გიორგი მარგველაშვილი წარადგინა

0

margvelashviliპრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, სპეციალურ ბრიფინგზე კოალიცია “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატად განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი დაასახელა.

“ძალიან ბევრი ამოცანები აქვს და ის გაართმევს თავს. ძალიან ბევრი სახელდებოდა საზოგადოებაში, ჩვენ არ მოგვიწია სხვა კანდიდატების განხილვა. ლიდერებთან მე მქონდა ამ თემაზე საუბარი და ერთსულოვნება არის მთელ გუნდში, შესაბამისად სხვა კანდიდატების განხილვის აუცილებლობა არ ყოფილა,”-განაცხადა ივანიშვილმა.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2013 წლის ოქტომბერში გაიმართება.

“ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მაგრველაშვილი 1969წ. 4 სექტემბერი დაიბადა.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

განათლება:

1998 წ. – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი , დოქტორის ხარისხი ფილოსოფიაში;

1993-1996 წწ. – მეცნიერებათა აკადემია, ფილოსოფიის ინსტიტუტი – დიპლომის შემდგომი სწავლება;

1993-1994 წწ. – ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, დიპლომის შემდგომი სწავლება სოციოლოგიაში (პრაღა, ჩეხეთის რესპუბიკა);

1987-1992 წწ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დიპლომი ფილოსოფიაში (წარჩინებით), მასწავლებლის სერტიფიკატი;

სამუშაო გამოცდილება:

25/10/2012 წ. – დღემდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი;

2010-2012 წწ..- საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA), რექტორი;

2006-2010 წწ. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი(GIPA), კვლევითი დეპარტამენტის უფროსი;

2000-2006 წწ. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი(GIPA), რექტორი;

1995-2000 წწ. საერთაშორისო ურთიერთობების ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი, ადგილობორივი ხელმძღვანელობის სპეციალისტი/პროგრამის კონსულტანტი;

1996-1997 წწ. თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი, ფილოსოფიასა და კულტრის ლექტორი;

1994-1995 წწ. – შპს “ბიზნეს დღიურები”, მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი;

1993-1993 წწ. – საქართველოს კულტურის ლაბორატორია, უმცროსი სპეციალისტი;

1993-1993 წწ.- მარგინალური მდგომარეობების ფსიქოლოგიური ლაბორატორია, უმცროსი სპეციალისტი;

1992-1994 წწ.- შპს “კავკასუს თრეველი”, სამთო გიდი/ჯგუფის ლიდერი.

ენები: ინგლისური, რუსული

სხვა ახალი ამბები: