“ქართულმა ოცნებამ” წალენჯიხის გამგებლობის კანდიდატად გოგა გულორდავა წარადგინა (VIDEO)

0

Goga gulordavaa“ქართულმა ოცნებამ” წალენჯიხაში მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატი და მაჟორიტარი დეპუტატები წარადფგინა, რომლებიც თვითმართველობის არჩევნებზე მიიღებენ მონაწილეობას. მმართველმა გუნდმა წალენჯიხის გამგებლობის კანდიდატად წალენჯიხის მოქმედი გამგებელი გოგა გულორდავა წარადგინა. გოგა გულორდავა წალენჯიხის კულტურის სახლში შეკრებილ “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა გიგა ბუკიამ და პაატა ბარათაშვილმა წარუდგინეს.

წალენჯიხაში “ქართული ოცნების” მიერ წარმოდგენილ მაჟორიტართა სია კი ასე გამოიყურება:

წალენჯიხა- თემურ ღვინჯილია (ინჟინერ ეკონომისტი), ჯგალის თემი – გონერ კვარაცხელი (ინჟინერ-ეკონომისტი), საჩინოს თემი – ლევან შელია (იურისტი); მედანის თემი – ვლადიმერ გაბელია (იურისტი), ფახულანი – ნესტან გოგოხია (ექიმი), ეწერის თემი – ანზორ ფიფია (ინჟინერ-ეკონომისტი), ნაკიფუს თემი – ლადო კვარაცხელია (ეკონომისტი), ლიის თემი – ბესიკ ფარცვანია (ეკონომისტი), მიქავას თემი – ბორის კვარაცხელია (იურისტი), მუჟავას თემი – დავით ფიფია (ეკონომისტი), ობუჯის თემი – ცოტნე მესხია (ინჟინერი), ჭალეს თემი – ბაჩუკი უბილავა (იურისტი), ჯვარი ცენტრი – დარეჯან დადიანი (პედაგოგი), ჩქვალერის თემი – მალხაზ ფიფია.

სხვა ახალი ამბები: