“ქართულმა ოცნებამ” ხობში გამგებლობის კანდიდატი წარადგინა

0

10331821_10152358710844812_994824008_nკოალიცია “ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ” ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატად ხობის მოქმედი გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გოჩა ქაჯაია წარადგინა. გამგებლის კანდიდატი ამომრჩევლებს პარლამენტარებმა პაატა ბარათაშვილმა და გიგა ბუკიამ წარუდგინეს.

გოჩა ქაჯაია დაიბადა 1964 წლის 28 თებერვალს ხობის რაიონის სოფელ საჯიჯაოში. დაამთავრა ქ. კალინინის პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ეკონომისტის სპეციალობით.

2013 წლის 26 აგვისტოდან ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი
2013 . – ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე.

2006 -2012 წწ. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების საკითხთა
კომისიის თავმჯდომარე.
2002-2006 წწ. – სოფელ საჯიჯაოს საკრებულოს თავმჯდომარე.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

სხვა ახალი ამბები: