ქართულ-აფხაზურ კრიმინალს გალში მშვიდობიანი მოსახლეობა ეწირება

0

imagesგალის რაიონის ქვედა ზონის სოფლებში გასული კვირა საკმაოდ დაძაბული იყო. როგორც ადგილობრივები საინფორმაციო სააგენტო smo.ge-სთან საუბარში აცხადებენ, ქართულ სოფლებში ისევ იმძლავრა კრიმინალმა. ღამის საათებში გალის ქვედა და ზედა ზონის სოფლებში ძლიერი სროლის ხმები ისმის. ადგილზე პატრულირებენ როგორც აფხაზი მილიციელები, ასევე რუსი ოკუპანტებიც.

კონფლიქტის ზონიდან მიღებული ინფორმაციით ამ დღეებში აფხაზეთში დაფიქსირდა რამოდენიმე კრიმინალური ფაქტი . სოფელ რეფის მკვიდრი 50 წლის ონერ ხარგელია ყაჩაღებმა სასიკვდილოდ გაიმეტეს. ხარგელიამ ტყეში დამზადებული შეშის საფასურად აიღო 2 000 რუსული რუბლი ( 100 ლარის ეკვივალენტი ) . რაც გახდა მისი დაყაჩაღების და მკვლელობის მიზეზი. მიცვალებულს დარჩა 7 მცირეწლოვანი ბავშვი. ყაჩაღობის მცდელობის ფაქტი დაფიქსირდა გალის რაიონის სოფელ ოქუმში. ამირან ლაცუსბაის ოჯახს თავს დაესხა ორი ნიღბიანი ყაჩაღი და ძარცვის მიზნით თავში ჩაარტყეს ბლაგვი საგანი მის მეუღლეს. რძალმა , რიტა ლაცუსბაიამ მეზობლებს შეატყობინა ყაჩაღური თავდასხმის შესახებ, რის შემდეგაც თავდამსხმელებმა დატოვეს იქაურობა და გაურკვეველი მიმართულებით მიიმალნენ. ასევე თავდასხმის ობიექტი გახდა გალის რაიონის სოფელ წარჩეს მკვიდრი ლუიზა თოლორაია, რომელსაც არ გააჩნდა დე–ფაქტო რესპუბლიკის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და დროებითი საზღვრის გადაკვეთას არალეგალურად ცდილობდა დაბალი ზონის სოფლის გავლით. ე.წ შემოვლით გზებზე მას ნიღბიანმა ყაჩაღებმა მოსთხოვეს თანხა,თუმცა ამ ქალბატონს თანა არ აღმოაჩნდა. სწორედ ამ მიზეზით სასიკვდილოდ სცემეს ის . ლუიზა მიქაია ამ ეტაპზე საკუთარ სახლში გადის ამბულატორიულ მკურნალობას, რომელსაც ადგილობრივი მედიკოსები მეთვალყურეობენ.

სხვა ახალი ამბები: