ქართულ მედიასივრცეს ახალი ტელეკომპანია – TV 8 შეემატება

2

tv8-logoტელეკომპანიას რაულ ქირია უხელმძღვანელებს, რომელიც არხის დირექტორად რამდენიმე დღის წინ დაინიშნა.

TV 8 საზოგადოებრივ-პოლიტიკური ფორმატის არხი იქნება. ტელეკომპანიის ხელძღვანელობა მაყურებელს საინტერესო გადაცემებს ჰპირდება. ამ ეტაპზე არხის ტექნიკური რებრენდინგი მიმდინარეობს.

რაულ ქირიას თქმით, არხი კომპეტენტური კადრებით დაკომპლექტდება და ეთერში მალე გავა.
ამასთან, როგორც ქირია აცხადებს, მათი ოჯახის მფლობელობაში არსებული რამდენიმე მედიასაშუალება – FrontNews, X NEWS და Qartveli.ge არხის დაქვემდებარებაში გადავა, ჰოლდინგს შექმნის, რომელსაც ქირიების ოჯახი ერთიანი ძალებით წარმართავს.
“TV 8 – ეს არის საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე ტელეკომპანია, რომლის დირექტორად რამდენიმე დღის წინ დავინიშე. ამ ეტაპზე ტექნიკური რებრენდიგი მიმდინარეობს, ვცდილობთ, რომ რაც შეიძება მალე გავიდეთ ეთერში. ჩვენს არხი კომპეტენტური კადრებით დაკომპლექტდება. ეს იქნება საზოგადოებრივ-პოლიტიკური ფორმატის მქონე არხი”, – აცხადებს ქირია.

სხვა ახალი ამბები: