ქართულ-ოსური ურთიერთობების აღდგენის მიზნით გამართული მატჩი ფრედ დასრულდა

0

10731116_733990213358724_4104554363930810552_nსაფეხბურთო მატჩის მიმდინარეობისას სამი გოლი გაიტანა პრემიერ მინისტრმა. ცხინვალის „ლიახვის“ შემადგენლობაში მყოფმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუნდი მარცხს გადაარჩინა და 15 წუთის განმავლობაში, მეტოქის კარი 3-ჯერ აიღო.

პრემიერმა შეხვედრის განმავლობაში თითო-თითო ტაიმი ორივე გუნდში ითამაშა. პირველი ტაიმის განმავლობაში ღარიბაშვილი 10 ნომრით „თბილისის“ შემადგენლობაში, ხოლო მეორე ტაიმში 6 ნომრით ცხინვალის „ლიახვის“ შემადგენლობაში ითამაშა.

საფეხბურთო გუნდ თბილისის შემადგენლობიდან კი ამხანაგური შეხვედრის დროს ორი გოლი გიორგი დემეტრაძემ გაიტანა, 1 გოლი  – მიხეი ლყაველაშვილმა, 1 – ვალერი ჯელიევის ავტოგოლის შედეგად გავიდა.

ეთნიკურად ოსებსა და ქართველებს შორის ურთიერთობების გაღრმავების მიზნით გამართულ ამხანაგურ მატჩში პრემიერმინისტრის მსგავსად ვიცეპრემიერი კახი კალაძე და შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე მონაწილეობდნენ.

ღარიბაშვილმა გამრთული შეხვედრა ქართულ-ოსური ურთიერთობების აღდგენის პროცესში მნიშვნელოვან ნაბიჯად შეაფასა.

შეხვედრაში არ მონაწილეობდა სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლევან ყიფიანი. მინისტრმა გამართული შეხვედრა დადებითად შეაფასა „ეს არის სპორტი პოლიტიკის გარეშე“, – განაცხადა ლევან ყიფიანმა შეხვედრის მიმდინარეობისას.

სხვა ახალი ამბები: