„ქართულ ოცნებას“ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარედ გიორგი შერვაშიძის ხილვა სურს

1
ivanishviil-(3)კოალიცია „ქართული ოცნების” დევნილთა საკოორდინაციო საბჭოს წევრები აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად გიორგი შერვაშიძეს ასახელებენ.

აღნიშნული ინიციატივით „ქართული ოცნების” დევნილთა საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს უკვე მიმართეს.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ გიორგი ბარამიამ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
მის განცხადებას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები დღევანდელ სასესიო სხდომაზე განიხილავენ. აფხაზეთის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წევრთა გადაწყვეტილება დღესვე საქართველოს პრეზიდენტს გადაეგზავნება.

ჯერ–ჯერობით აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობას ვახტანგ ყოლბაია ასრულებს.

 

სხვა ახალი ამბები: