ქართულ სამაუწყებლო სივრცეს ტელეკომპანია ”იბერია” დაუბრუნდება

0

iberiaტელეკომპანია “იბერია ტვ”-ს მფლობელი ზაზა ოქრუაშვილი აცხადებს, რომ ამჟამად 2004 წელს ტელეკომპანია იბერიისათვის ჩამორთმეული სამაუწყებლო ლიცენზიის დაბრუნების პროცესი მიმდინარეობს ტელეკომპანია ”იბერია” მაუწყებლობის აღდგენას უახლოეს ხანებში გეგმავს.

ტელეკომპანია ”იბერია”-ს დამფუძნებლები სურვილსა და მზადყოფნას გამოთქვამენ, რომ ქართულ სამაუწყებლო სივრცეს დაუბრუნდეს კიდევ ერთი დამოუკიდებელი და კვალიფიციური ჟურნალისტებით დაკომპლექტებული ტელეკომპანია, რომელიც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს შეეწირა. ტელეკომპანია ”იბერიას” დამფუძნებლები მზად არიან განიხილონ ტელეკომპანია ”მეცხრე არხის” ჟურნალისტებისა და ტექნიკური რესურსის მიღების შესაძლებლობა. სწორედ ამ იდეით ისინი ტელეკომპანია ”მეცხრე არხის” მფლობელებს შესაბამისი წინადადებით მიმართავენ.

სხვა ახალი ამბები: