ქართულ ”ქალიშვილობის მოწმობაზე” BBC წერს

0

qalishviloba”მომავალი პატარძლები საქართველოში ქორწინებამდე ქალიშვილობის შესამოწმებელ პროცედურებს გადიან” – წერს ბრიტანული ”ბიბისი”. ამისთვის საჭიროა ექსპერტიზის ბიუროს მიაკითხოთ, სადაც ხშირად მომავალი პატარძლები ნათესავებთან ერთად ცხადდებიან.

”ქორწინებამდე უმანკოების შენარჩუნების ფენომენს ღრმად აქვს ფესვები გადგმული ქართულ ორთოდოქსულ კულტურაში” – ნათქვამია ”ბიბისის” ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ ანონიმურ სტატიაში – ”თუმცა, საზოგადოების გარკვეულ ნაწილს მსგავსი ”ინსპერირება” ნამდვილად არ ხიბლავს. ერთ-ერთმა ახალგაზრდამ ამ ყველაფერს ”ამაზრზენი” უწოდა. ”თუ კაცთან მთელი ცხოვრება უნდა ვიცხოვრო, იგი უნდა მენდობოდეს.- განაცხადა მან. ”ქალწულობის შემოწმების მექანიზმი” სასაცილოდ აიგდეს ინტერნეტშიც, სადაც შექმნეს პირადობის მოწმობის კარიკატურული ასლი, რომელზეც ქალიშვილობის გრაფაცაა ასახული.”

სხვა ახალი ამბები: