ქეთა თოფურია ნიკა ლაზარიაშვილის კალთაში აღმოჩნდა

0

1513315_546260872130059_278842835_nცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელ facebook-ში მომღერალ ქეთა თოფურიას ფოტო დაიდო, სადაც მომღერალი მუსიკალურ პროექტ პროექტ “ახალი ხმის” კონკურსანტ ნიკა ლაზარიაშვილთან ერთად არის გადაღებული. რუსეთში მოღვაწე მომღერალი ფოტოზე საკმაოდ თამამად გამოიყურება, რაც მითქმამოთქმის საბაბიც გახდა.  ნიკა ლაზარიაშვილი ჟურნალ “სარკესთვის” მიცემულ ინტერვიუში განმარტავს, თუ როგორ აღმოჩნდა ქეთა თოფურია მის კალთაში.

“ქეთა თოფურიას სტეფანეს სახლში შევხვდი, ერთმანეთი იქ გავიცანით და მეგობრული ფოტოები გადავიღეთ. ძალიან კარგი, დადებითი ადამიანია. ის გოგო ჩემს ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს, ზუსტად ისეთია, როგორი გოგოებიც მომწონს. ფოტო, სადაც ქეთა კალთაში მიზის, მე არ მაღიზიანებს და სხვისი აზრი არ მაინტერესებს. ისე, ცუდი კომენტარიც არსად მინახავს. ეს ფოტოები რომ ნახეს, არ სჯეროდათ, რომ ქეთა იყო და მეკითხებოდნენ, ის იყო თუ არა. ქეთას მხოლოდ “ფეისბუქით” ვეხმიანები.”-აცხადებს ნიკა ლაზარიაშვიმა.