ქეთა თოფურია პარიზში საქორწინო კაბას იკერავს

0

previewსოციალურ ქსელ facebook-ში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც მომღერალი თაყვანისმცემლებს და მეგობრებს საოცნებო საქორწილო კაბის შესახებ უყვება.

მოკლედ, ქართველი ვარსკვლავი ამჟამად პარიზში იმყოფება. ის ცნობილ დიზაინერს საქორწინო კაბის მოსაზომებლად ესტუმრა. ბევრი დიზაინერი მოისაზრებოდა მისი კაბის ავტორად, თუმცა, სტეფან როლანდი არასოდეს გაჟღერებულა. დიახ ეს ის დიზაინერია, რომელსაც ქეთამ საოცნებო კაბა ანდო. მომღერალი მას ყველაზე ცნობილ თანამედროვე დიზაინერს უწოდებს.

ჯერ-ჯერობით უცნობია, როგორი დიზაინის კაბა აირჩია ქეთამ, თუმცა, თუ თვალს გადავალებთ სტეფან როლანდის ბოლო კოლექციის თეთრ კაბებს, მიახლოებული ესკიზების წარმოდგენა შესაძლებელია.

სხვა ახალი ამბები: