ქეთრინ ეშტონი ყირიმში ჩატარებულ რეფერენდუმს ლეგიტიმურად არ მიიჩნევს

0

ketrinევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კეტრინ ეშტონის განცხადებით, უკრაინის კონსტიტუციის და საერთაშორისო ნორმების დარღვევის გამო, ყირიმში ჩატარებული რეფერენდუმი ლეგიტიმურად ვერ ჩაითვლება.

ამასთან, ეშტონმა რუსეთს უკრაინასთან პირდაპირი დიალოგის გამართვისაკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

,,მოვუწოდებ რუსეთს აწარმოოს დიალოგი უკრაინის ხელმძღვანელობასთან, გააგრძელოს მოლაპარაკებები საერთაშორისო საზოგადოებასთან, რადგან მოხდეს სიტუაციის განმუხტვა და კრიზისიდან პოლიტიკური გზით გამოსავლის მოძებნა”- აღნიშნა ეშტონმა და დასძინა, რომ უკრაინაში რუსეთის ქმედებებს პასუხი გაეცემა.