“ქველმოქმედება გადამდებია”- ზუგდიდის მერიის თანამშრომლები საქველმოქმედო აქციაში ჩაერთვნენ

0

10710686_819726161382253_1706830899302436907_nზუგდიდის მერიის თანამშრომლებმა, მეგობრების მხარდაჭერით საქველმოქმედო აქცია დაიწყეს. აქცია, სახელწოდებით – ,,ქველმოქმედება გადამდებია” იმ ადამიანების მხარდაჭერას ითვალისწინებს, რომელთა დახმარებაც ამ ეტაპზე მწირი ადგილობრივი ბიუჯეტით ვერ ხერხდება.

პირველი აქცია ქალაქ ზუგდიდის მერიის იურიდიული სამსახურის თანამშრომლის, სანდრო სორდიას ინიციატივითა და მისი მეგობრის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. უცხოეთში მოღვაწე ზუგდიდელმა ახალგაზრდამ, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, პირველი ხელფასი სოციალურად უკიდურესად გაჭირვებულთა დასახმარებლად გაიღო.

მოცემული თანხით შესაძლებელი გახდა 10 ოჯახისათვის სურსათის შეძენა. მერიის თანამშრომლებმა ათივე ოჯახს მათ მიერ გაღებული დახმარება უკვე გადასცეს. ზუგდიდის მერიის მიერ დაწყებული საქველმოქმედო აქცია პერმანენტულად გაგრძელდება. მერიის თანამშრომლები სხვა უწყების თანამშრომლებს მოუწოდებენ აქციას შემოუერთდნენ.

“შემოგვიერთდით!
ჩვენ იმედი გვაქვს – “ქველმოქმედება გადამდებია”-ნათქვამია მერიის ვებ გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

სხვა ახალი ამბები: