ქვემო ბარღების გამგებელმა ადგილობრივი ბეჟან ლემონჯავა დაჭრა

0

srolaშეიარაღებული დაპირისპირება მოხდა გალის რაიონის სოფელ ბარღებში, რომლის შედეგადაც ადგილობრივი კრიმინალი ბეჟან ლემონჯავა მძიმედ დაიჭრა. ლემონჯავა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სოხუმის მთავარ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა და გადაჩა. ის ამჟამად საავადმყოოს რეანიმაციული განყოფილებაში იმყოფება.

დაპირისპირების მიზეზად კრიმინალური გარჩევები სახელდება. smo.ge-სთვის ცნობილი ხდება, რომ გარჩევებში მონაწილეობდნენ ქვემო ბარღების ე.წ “კანონიერი ქურდი”  ფირუზ მიქავა და ამავე სოფლის გამგებელი, ეროვნებით აფხაზი რაულ ამიჩბა. საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს წყაროს ცნობით ბეჟან ლემონჯავას სწორედ ქვემო ბარღების გამგებელმა რაულ ამიჩბამ პისტოლეტიდან ესროლა და შემთხვევის ადგილიდან გაუჩინარდა.

არსებული ინფორმაციით, ბეჟან ლემონჯავა ერთ-ერთი იმათთაგანია, რომლებმაც 29 აპრილს გალის რაიონის სოფელ ქვემო ბარღებში ადგილობრივი რომან აკობია წამებით მოკლა. ქვემო ბარღების გამგებელი ამიჩბა ამ დროისთვის მიმალვაშია და მას აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პოლიცია ეძებს. გაქცეულია ასევე კრიმინალური დაპირისპირების კიდევ ერთი მონაწილე ფირუზ მიქავა, რომელიზეც ასევე ძებნაა გამოცხადებული.

სხვა ახალი ამბები: