ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზის გარკვევაში სამართალდამცავებიც ჩაერთვებიან

0

eleqtrosistemaსაქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო განცხადებით, წუხელ ავარიულად დაზიანდა და გაითიშა სამი ელექტროგადამცემი ხაზი.

“22.33. საათზე ავარიულად გაითიშა მაღალი ძაბვის 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზი “იმერეთი” და 220 კვ ელექტროგადამცემი ხაზი კოლხიდა-2. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზი “პალიასტომი-1”. ადილზე გასულია “საქრუსენერგოს” და “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” ბრიგადები. პირველადი ინფორმაციით, ხაზი “იმერეთი” არის გაწყვეტილი, მიმდინარეობს ავარიის ლიკვიდაცია და დაზიანების მიზეზის დადგენა, რის შესახებაც საზოგადებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია. ვწუხვართ, რომ ამ დაზიანებების გამო დედაქალაქს და ქვეყნის მნიშვნელოვან ნაწილს გარკვეული დროის განმავლობაში ელექტროენერგია ვერ მიეწოდებოდა”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ამჟამად ქვეყნის ენერგოსისტემა სრული დატვირთვით მუშაობს, თბილისს და მთლიანად საქართველოს ელექტროენერგია უწყვეტად მიეწოდება, _ აცხადებენ ენერგეტიკის სამინისტროში.

საქართველოს ელექტროსისტემის გენერალური დირექტორის სულხან ზუმბურიძის განცხადებით, საქართველოს ელექტროსისტემაში წუხელ მომხდარი ავარიის მიზეზების დადგენის პროცესში სამართალდამცავი ორგანოები არიან ჩართული.

როგორც ზუმბურიძემ ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძესთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე აღნიშნა, ავარიის მიზეზი, წინასწარი ინფორმაციით, ტექნიკური დაზიანება გახდა.

“პირველადი მონაცემებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ტექნიკური დაზიანება იყო, თუმცა იმისთვის, რომ ყველა ეჭვი იყოს გამორიცხული, გამოძიება უნდა ჩატარდეს თავიდან ბოლომდე. ამისთვის ჩვენ მზად ვართ”, – განაცხადა ზუმბურიძემ.

სხვა ახალი ამბები: