ქვეყნის პრემიერი გუბერნატორებს შეხვდა

0

10410700_702682226489523_8753796603016364871_nდღეს მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გუბერნატორებს შეხვდა. პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი რეგიონებში არსებულ მდგომარეობას შეეხო.

ღარიბაშვილმა  სახელმწიფო რწმუნებულებისგან რეგიონებში მიმდინარე პროექტების შესახებ შუალედური ანგარიშები მოისმინა. პრემიერ-მინისტრი სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში არსებული ვითარებით დაინტერესდა და გუბერნატორებს პრობლემებზე ოპერატიული რეაგირება დაავალა.

ცნობისთვის, შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი აკაკი ჩხენკელი დაესწრო.

სხვა ახალი ამბები: