“ქლორის კასრები” ზუგდიდიან ამ წუთებში გააქვთ

0

kasriiiiამ წუთებში ზუგდიდში გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლებიც ზუგდიდში, ყოფილი ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე აღმოჩენილ ქლორის კასრებს სპეციალურად გამოყოფილ კონტეინერში ფუთავენ. ე.წ უტილიზაციის ჯგუფი აღნიშნული კასრების გადაადგილებას ზუგდიდიდან თბილისში კონტეინერის საშუალებით მოახდენს.

შეგახსენებთ, რომ ე.წ “ქლორის კასრები” ადგილობრივმა მოსახლეობამ ზუგდიდში, წერეთლის ქუჩაზე, ყოფილი ღვინის ქარხნის ეზოში აღმოაჩინა. ძველი რკინის კასრიდან ქლორმა ოთხი დღის წინ გამოჟონა, რამაც ახლომდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის მოწამლვა გამოიწვია.