ქობულეთში, საერთაშორისო ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამა ,,აირჩიე მშვიდობა” მიმდინარეობს

0

10173200_782616961756098_343290421_nქობულეთში, საერთაშორისო ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამას ,,აირჩიე მშვიდობა” მიმდინარეობს.  პროექტი ევროკომისიის მხარდაჭერითა და ქართული ორგანიზაცია ,,Youth Peace and Equality ‘’ ის  ორგანიზებით ტარდება.  პროგრამა 5 აპრილს დაიწყო და ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, რომელშიც მონაწილეობას ევროკავშირის 6  ქვეყნიდან  მოწვეული 40 ახალგაზრდა მიიღებს.

პროექტის სასწავლო მეთოდი იქნება არაფორმალური განათლება,სადაც  მშვიდობის იდეის განვითარებაზე, მოხალისეობით მშვიდობის მშენებლობის კრეატიული მეთოდების შექმნაზე, მათ სტიმულირებასა და კომფლიქტების თავიდან აცილების მიზნით არაძალადობრივი კომუნიკაციის მეთოდების გამოყენებაზე იმსჯელებენ.

ასევე, ყურადღება გაამხვილდება სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელ ახალგაზრდებს შორის კომუნიკაციისა და დიალოგის აუცილებლობაზე.

პროექტი მიზნად ისახავს დიალოგში ჩაერთონ   შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდები, წაახალისონ კრეატიულობისა და სხვადასხვა ინიციატივების შექმნის სურვილი, ასევე აღმოაჩინონ ახალი რეალობები სხვადასხვა ერებში.