ქრთამის აღების უახლესი წყარო გალის უშიშროებაში

0

Anti-Coruptionგალის რაიონში თითქმის ყოველდღე მატულობს ეთნიკურად აბხაზი ოჯახების სია, თუმცა ისინი გალის ფიქტიურ მაცხოვრებლებად რჩებიან. ამის მიზეზი არის ერთი გარემოება. აფხაზურმა უშიშროებამ რუსი ოკუპანტების ქართულ-აფხაზურ საზღვარზე ჩადგომის შემდეგ საზღვარზე გადასვლის წესები გაამკაცრა და თან გააძვირა. საზღვარზე გადასვლა გალის მოსახლეობისთვის უფრო მარტივი გახდა, ვიდრე აფხაზეთის სხვა რაიონში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანისთვის.

“თუ გაგაჩნია პასპორტი გალის რაიონში მიწერით, მაშინ მათ შეუძლიათ უშიშროებაში ე.წ “პროპუსკი” რიგის დაცვის შემდეგ ან ქრთამის მიცემის შემთხვევაში აიღოს. თან ეს პროცესი გალის უშიშროებაში უმარტივესია,რადგან ნაკლებად კონტროლდება. რაც შეეხებათ ტყვარჩელის, ოჩამჩირის, გუდაუთის, სოხუმის და ა.შ მაცხოვრებლებს, მათთვის ენგურის ხიდის გადალახვა აუხდენელ ოცნებად იქცა. ჯერ უნდა მიმართონ უშიშროების სამინისტროს, სადაც კონკრეტულ განცხადებას 15 დღის განმავლობაში განიხილავენ ან საერთოდ არც შეიძლება განიხილონ და გადასვლაზე უარი გითხრან. არადა ხშირად დადიოდნენ ენგურის ხიდის გავლით თბილისში ან ბათუმში. ეს ის კატეგორიაა, ვინც ვაჭრობს, დადის ლილოში ან სარფში, ან კიდევ არის ავადმყოფი და სამკურნალოდ უნდა საქართველოში გადასვლა. სწორედ ასეთი გამკაცრებული კანონი გახდა მიზეზი ეთნიკურად აფხაზი ოჯახების მიწერა გალის რაიონში. ესეც გახდა გალში ქრთამის აღების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება”-განაცხადა ჩვენთან საუბარში ჩვენმა წყარომ გალის რაიონიდან.

სხვა ახალი ამბები: