ქრთამის აღების ფაქტზე მესტიის გამგებლის მოადგილე დააკავეს

0

cms-image-000004581საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ალექსანდრე ხერგიანი დააკავა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო smo.ge უცვლელად გთავაზობთ.

„განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ალექსანდრე ხერგიანი დაკავებულია.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მესტიის რაიონში, სახელმწიფო დაფინანსებით 23 მილიონი ლარის ღირებულების საამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას, არსებული ხარვეზების მიუხედავად,  სამუშაოების საბოლოო მიღება-ჩაბარების დოკუმენტებში ჩატარებული სამუშაოს შესრულებულად დაფიქსირების სანაცვლოდ, ერთ-ერთი მეწარმისგან, ქრთამის სახით, 300 000 ლარი აიღო“-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

სხვა ახალი ამბები: