ქრთამის აღების ფაქტზე სახელმწიფო მოხელე დააკავეს

0

borkilebiiiiiდაკავებულია სახელმწიფო მოხელე. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ჰუმანიტარული დახმარების განყოფილების უფროსი დავით გადელია დააკავეს.

გამოძიებით დადგენილია, რომ დავით გადელიამ, იძულებით გადაადგილებული პირისთვის სახელმწიფოს მხრიდან საცხოვრებელი ბინის უსასყიდლოდ გადაცემაში დახმარების სანაცვლოდ, ქრთამის სახით აიღო ფულადი თანხა 6 500 აშშ დოლარის ოდენობით.

მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.

სხვა ახალი ამბები: