ქუჩის ფესტივალი “არტ აქტივი-2013 ზუგდიდში

0
184506_328363753963485_1790126421_nქუჩის ფესტივალი „არტ აქტივ- 2013″ ზუგდიდის
პირველ საჯარო სკოლაში დღეს ქუჩის ფესტივალი „არტ აქტივი“ გაიმართა სადაც 5 მადრიდელ მხატვართან ერთად თბილისის 203-ე სკოლის სმენა და მეტყველება შეზღუდული ბავშვები მონაწილეობდნენ.
ზუგდიდელ მოსწავლეებთან ერთად მათ პირველი სკოლის კედელი მოხატეს. სკოლის ეზოში გაიმართა სპორტული შჯიბრებები და საბავშო კონცერტი. ფესტივალში მონაწილეობას ღებულობდა ინვალიდ ქალთა, დედათა და ბავშთა ასოციაცია „დეა“.
პროექტი რომელიც „ინტერნიუსი-საქართველო“ ევროკავშირის პატრონაჟით ხორციელდება, ითვალისწინებს ხელოვნების გამოყენებით შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვების ინტეგრირებას საზოგადოებაში.

სხვა ახალი ამბები: