ყაზახური ინვესტიციების განხორციელება ზუგდიდში ივლისიდან დაიწყება

1

ingiriiზუგდიდში ბეტონის ქარხანას, სამედიცინო-დიაგნოსტიკურ ცენტრს, სამვარსკვლავიან სასტუმროსა და ხილ-ბოსტნეულის საკონსერვო ქარხანას ყაზახური კომპანია “ასაი ჯორჯია” ააშენებს. ამის შესახებ კომპანიის წარმომადგენელმა ასკაშერ ახმეტოვმა ანაკლიაში მიმდინარე ბიზნესფორუმზე ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ამასთანავე, ბიზნესფორუმზე გაიჯღერა კიდევ ერთი დიდი პროექტის განხორციელების შესახებ. სოფელ ინგირში საერთაშორისო აეროპორტი და სამვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება. პროექტების განხორციელება ივლისის თვეშია ნავარაუდევი.

“აღნიშნული პროექტები სარგებლის მომტანი იქნება როგორც სოციალური, ისე ბიზნესმიმართულებით, როგორც ჩვენთვის, ასევე თქვენი რეგიონისთვისაც. ხელს შეუწყობს რეგიონის მნიშვნელოვნად განვითარებას. იმედი გვაქვს, იქნება ხელისუფლების ხელშეწყობა მათი განხორციელების პროცესში. პირველი პროექტი ივლისის თვეში დაიწყება“, – განაცხადა ასკაშერ ახმეტოვმა.

სხვა ახალი ამბები: