ყალბი ფულის დამზადების ფაქტზე ორი პირია დაკავებული

0

untitled_13საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული ლევან ვ. და 1962 წელს დაბადებული ომარ ხ. ყალბი ფულადი კუპიურების დამზადებისა და რეალიზაციის ფაქტზე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული პირები სპეციალური ტექნიკური საშუალების გამოყენებით, გასაღების მიზნით, სხვადასხვა ნომინალის მქონე ყალბ ეროვნულ ვალუტას ამზადებდნენ და მის რეალიზაციას ახდენდნენ კომერციული სახის დაწესებულებებსა და კერძო პირებზე. დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა სარეალიზაციოდ გამზადებული ყალბი ეროვნული ვალუტა, 3 ფერადი ასლგადამღები სპეციალური დანადგარი და სხვა მოწყობილობები ამოიღეს.

გამოძიება ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდის დამზადების ან გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, რაც 7- დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

სხვა ახალი ამბები: