ყანებიდან საგანგებოდ გამოძახებული საკრებულოს წევრები და სახეცვლილი ფრაქცია წალენჯიხაში

9

644318_401084263322125_89326333_nწალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ბელქანიამ არჩევნებამდე მის მიერ შექმნილ რვაკაციან ფრაქციას სახელწოდებით “ლაკადა” სახელი შეუცვალა და “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” დაარქვა. საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს ინფორმირებული წყაროს ცნობით ბელქანიამ დილით ყანებში გასული საკრებულოს ფრაქციის წევრები სასწრაფოდ საკრებულოში დაიბარა და სახელის გადარქმევის პროცესი ექსპრესად მოახდინა. წყაროს ცნობით ამის მიზეზი გახდა ის, რომ ბელქანიამ იგრძნო მოახლოებული საფრთხე იმის შესახებ, რომ იგივე სახელწოდების ფრაქციის შექმნა იგეგმებოდა საკრებულოს სხვა დეპუტატების მიერ. ამ ფრაქციის ხელმძღვანელობას კი სავარაუდოდ საკრებულოს წევრი დავით ჭიჭინაძე აპირებდა.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge-სთვის ასევე ცნობილი ხდება ის ფაქტი, რომ საკრებულოში სახელშეცვლილი პარტიის რვა წევრიდან არცერთი არ არის “ქართული ოცნების” წევრი. თავად ამ ახალი სახეცვლილების ინიციატორი, დავით ბელქანიაც მხოლოდ კოალიციაში შემავალი დამოუკიდებელი წევრი იყო, რომელიც წინასაარჩეწვნოდ კოორდინირებას ახდენდა. დავით ბელქანიამ პოლიტიკური საქმიანობა “ახალი მემარჯვენეებიდან” დაიწყო და საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე მის დანიშნვასაც ყოფილმა “მემარჯვენემ”, ამჟამად კი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ შეუწყო ხელი.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია “ლაკადას” სახეცვლილება და ფრაქციისთვის “ქართული ოცნება-თავისუფალი საქართველოს” დარქმევა  “ქართული ოცნების” წალენჯიხის ორგანიზაციასთან არ ყოფილა შეთანხმებული. საინფორმაციო სააგენტო smo.ge “ქართული ოცნების” წალენჯიხის ორგანიზაციის თავმჯდომარეს ბერდია კალანდიას დაუკავშირდა, რომელიც მცირე კომენტარით შემოიფარგლა და აღნიშნა, რომ მასთან არაფერი ყოფილა შეთანხმებული და არც არაფერი იცის ამის შესახებ.

საკრებულოს ფრაქცია “ლაკადა”, რამდენიმე წუთში გახდა “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” , რომლის შემდეგაც ფრაქციის წევრები დაიშალნენ და ისევ იმ ყანებს დაუბრუნდნენ, საიდანაც საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ბელქანიამ ისინი საგანგებოდ გამოიძხა.

სხვა ახალი ამბები: