ყაჩაღური თავდასხმა და მკვლელობა გალის რაიონის სოფელ მუხურში

0

tavdasxmaaaaaaaგალის რაიონის სოფელ მუხურში ბუილისკირიების ოჯახზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. თავდასხმის შედეგად მოკლულია ოჯახის უფროსი, 60 წლამდე მამაკაცი, ხოლო მისი შვილი, 24 წლის ლევან ბულისკირია მძიმე მდგომარეობით ზუგდიდის მრავალპროფილურ საავადმყოფო “რესპუბლიკაში” გადის სტაციონარულ მკურნალობას. მკურნალი ექიმების განცხადებით მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ყაჩაღური თავდასხმა სოფელ მუხურში გუშინ ღამის საათებში მოხდა. თავდამსხმელები ნიღბებით იყვნენ და მეგრულად საუბრობდნან, აცხადებენ smo.ge-სთან ბულისკირიების მეზობლები. თავდამსხმელებმა გაქცევამდე ბულისკირიების სახლს ცეცხლი წაუკიდეს.