“ყვითელი ავტობუსი გადაღებონ ოღონდ დაგვიბრუნონ”- საპროტესტო აქცია წალენჯიხაში

4

bogdana9213697541წალენჯიხის ცენტრალური ავტომაგისტრალი დილიდან დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში პარალიზებული იყო. გზა წალენჯიხის რაიონის სოფელ ზღვაიას მოსახლეობამ ყვითელი ავტობუსის მოძრაობის აღდგენის მოთხოვნით გადაკეტა. ადგილობრივების განცხადებით ეს მათი გამაფრთხილებელი აქციაა და სანამ ავტობუსის მოძრობა არ იქნება აღდგენილი პერმანენტულ აქციებს დროდადრო მოაწყობენ.

“თუ პრეტენზია აქვთ რომ ეს ავტობუსი არის ყვითელი და ეს წალენჯიხის ახალ მთავრობას თვალში არ მოსდის, მაშინ გადაღებონ სხვა ფერად, ოღონდ დაგვიბრუნონ ავტობუსი, რომელიც ხალხს იაფადაც და გემოზე ემსახურებოდა.არ გვინდა ეს ე.წ მარშუტკები. სხვაგან გამოიყენოს თავისი მარშუტკები საკრებულოს თავმჯდომარემ და ჩვენ შეგვეშვას. სიმართლისთვის ვიბრძოდით და ეს არის სამართალი? როდის მორჩება ბელქანიას მეფობა წალენჯიხაში? გვიშველეთ!”-აცხადებენ აციის მონაწილეები.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge წალენჯიხის გამგებელს გოგა გულორდავას ესაუბრა, რომელიც აქციის მონაწილეებს ადგილზე შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. გულორდავას განცხადებით გამგეობა შეეცდება საკითხის მოგვარებას, თუმცა ეს კერძო სუბიექტების გადასაწყვეტია.

“ჩვენი რეგულაცია არ არის. ეს არის კერძო სუბიექტებს შორის ურთიერთობა და უნდა მოგვარდნენ ერთმანეთში. შევეცდებით რომ ჩვენც ჩავერთოთ მოლაპარაკების პროცესში,”-აცხადებს წალენჯიხის გამგებელი გოგა გულორდავა.

სხვა ახალი ამბები: