ყირიმის კონფლიქტი საომარ სტადიაში გადავიდა

0

iacenukუკრაინის პრემიერ-მინისტრი გამოდის ინიციატივით, მოიწვიონ უკრაინის, აშშ–ის, რუსეთისა და ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროთა საერთო სხდომა, რომელზეც ყირიმში არსებული საომარი კონფლიქტის პრევენციის ზომებს განიხილავენ.

დღეს მოსკოვში მიმდინარე მოვლენებს იაცენიუკმა საერთაშორისო ძარცვის კვალიფიკაცია მისცა.

„რუსეთი მოვიდა და დროებით მოიპარა სუვერენული სახელმწიფოს კუთვნილი ტერიტორია“– განაცხადა იაცენიუკმა.

„კონფლიქტი რუსი სამხედროების „დამსახურებით“პოლიტიკურიდან საომარ სტადიაში გადავიდა. დღეს დაჭრილი უკრაინელი სამხედროების შესახებ გავიგეთ. უკრაინის თავდაცვის მინისტრს ვთხოვ, დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს რუსეთს, ასევე აშშ–ს და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის გარანტ ყველა ქვეყანას, რათა ვიხელმძღვანელოთ ბუდაპეშტის მემორანდუმით. სამხედრო კონფლიქტის ესკალაციის სრული პასუხისმგებლობა პირადად ვლადიმირ პუტინს ეკისრება. ზუსტად ამიტომ ვთვლით საჭიროდ ამ კომისიის ჩამოყალიბებას“– აღნიშნა იაცენიუკმა.

სხვა ახალი ამბები: