ყოფილი პრემიერი ციხეში შიმშილობს

0
VANICHKAპატიმრობაში მყოფმა შს ექს–მინისტრმა და ექს–პრემიერმა, „ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა შიმშილობა გამოაცხადა.
მერაბიშვილის ადვოკატის ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი მერაბიშვილის მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობაა და შიმშილობას ყოფილი მინისტრი მანამ გააგრძელებს, სანამ მოთხოვნები არ დაუკმაყოფილდება.
„შიმშილობა ბატონმა ვანომ დღეს დაიწყო. აღნიშნულის მიზეზი გახლავთ ის, რომ მისი კანონიერი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა. კერძოდ, საუბარია ტელევიზორის მიწოდებასა და მის საკუთრებაში არსებული ქონების მინდობილობით ოჯახის წევრებისთვის გადაცემაზე. ჩვენს კანონიერ მოთხოვნებზე პასუხი არავინ გაგვცა”,– განაცხადა ადვოკატმა.

სხვა ახალი ამბები: