ყოფილი სამხედრო პირი თავდაცვის უწყებაში გაუხმაურებელ სკანდალებზე ლაპარაკობს

0

newsსაქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახმელეთო ჯარების ყოფილი მთავარი სერჟანტი ალეკო გორგაძე გაზეთ “პრაიმტაიმისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში იმ კორუფციულ სქემაზე საუბრობს, რომელსაც ადგილი აქვს თავდაცვის უწყებაში ახალი კადრების დანიშნვისას. ყოფილი სამხედრო პირი სანდო  წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ სამხედრო პოლიციის უფროსის ყოფილ მოადგილეს და ამჟამად  კადრების განყოფილების ხელმძღვანელს სერგო ჩაჩიბაიას ადგილზე მოჰყავს თავისი ხალხი მხოლოდ იმ პირობით, რომ ხელფასის ორმოცდაათ პროცენტს მას გადაუხდიან.

“სამსახურში მოწყობა ხდება გარკვეული თანხის საფასურად. სერგო ჩაჩიბაიამ სამხედრო პოლიციიდან უამრავი პროფესიონალი გაათავისუფლა. მათ ადგილზე მოიყვანა თავისი ხალხი, ოღონდ იმ პირობით, რომ ხელფასის 50 პროცენტი მისთვის უნდა გადაეხადათ. ეს საქმე გასკდა როგორც ჩანს, საქმეც აღიძრა, თუმცა დაიჭირეს ვინმე მალხაზ ბოხუა, სერგო ჩაჩიბაია თანამდებობიდან მოხსნეს და კადრების განკარგულებაში გადაიყვანეს. როგორც გავიგე, ცოტა ხნის წინ სერგო ჩაჩიბაია უწყებაში აღადგინეს, ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის პოსტზე.”-აცხადებს ალეკო გორგაძე.

ყოფილი სამხედრო პირის განცხადებით თავდაცვის სამინისტროში დანიშნვა ნაცნობობით და პროტექციონიზმი. ის ასევე აღნიშნავს, რომ თავდაცვის უწყებაში შტატებიც თანამდებობის პირთა სანაცნობოს სასარგებლოდ ხელოვნურადაც იქმნება.

“ცოტა ხნის წინ სამხედრო დაზვერვაში დაინიშნა ირაკლი ალასანიას ალალი ბიძაშვილი ვინმე ყუფუნია. გაერთიანებული შტაბის უფროსის, ვახტანგ კაპანაძის 21 წლის ქალიშვილი დაინიშნა არარსებული რეაბილიტაციის ცენტრის ხელმძღვანელად. ასეთი ცენტრი თავდაცვის უწყებაში საერთოდ არ არსებობს და შტატი ხელოვნურად შეიქმნა.”-აცხადებს ალეკო გორგაძე.

სხვა ახალი ამბები: