შავი ზღვის აუზის ქვეყნების სამეჯლისო ცეკვების ფესტივალს ზუგდიდი მასპინძლობდა

0

201302080413250ანაკლიაში, სასტუმრო “პალმ ბიჩში” შავი ზღვის აუზის ქვეყნების სამეჯლისო ცეკვებში, ტრადიციული ფესტივალი გაიმართა.

წელს ფესტივალში 7 ქვეყანა: რუსეთი, უკრაინა, ბულგარეთი, სომხეთი, ისრაელი, საფრანგეთი და ბელორუსი მონაწილეობდნენ. ერთმანეთს სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელი ასამდე მოცეკვავე წყვილი ეჯიბრებოდა.

გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები და დიპლომები გადაეცათ. სამეჯლისო ცეკვების ფესტივალი ტრადიციულია და საქართველოში უკვე მეთვრამეტედ ტარდება. ბოლო ხუთი წელია რაც ფესტივალს ზუგდიდი მასპინძლობს. სამეჯლისო ცეკვების ფესტივალი ადგილობრივი ხელისუფლების ორგანიზებით ჩატარდა.

სხვა ახალი ამბები: