შავ ზღვაზე დასვენების მსურველებს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო აფრთხილებს

0

agvaშავი ზღვის სანაპიროზე ულტრაიისფერი გამოსხივების მაღალი მაჩვენებელია დაფიქსირებული. სწორედ ამის გამო საქართველოს გარემნოს დაცვის სამინისტრო დამსვენებლებს ურჩევს მზის გულზე ყოფნას 11–დან 16 საათამდე მაქსიმალურად მოერიდონ. ამასთან დაკავშირებით სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

აშშ-ს ეროვნული აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის ადმინისტრაციის (NASA) მონაცემების მიხედვით, ზაფხულის პერიოდში საქართველოში და განსაკუთრებით ქვეყნის შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე ულტრაიისფერი ინდექსის საკმაოდ მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება. მავნე ულტრაიისფერი გამოსხივების შედეგად მიღებული დამწვრობა მკვეთრად ზრდის კანის სიმსივნით დაავადების ალბათობას. ადამიანის თვალი ძალიან მგრძნობიარეა მზის მავნე გამოსხივების მიმართ და თვალის კატარაქტით დაავადებათა ფაქტების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ მისგან არის გამოწვეული. ულტრაიისფერი გამოსხივება ასუსტებს ადამიანის იმუნურ სისტემას. შესაბამისად აუცილებელია დაიცვათ თავი მზის მავნე ზემოქმედებისაგან. კერძოდ: შუადღისას 30 წუთზე მეტს მზეზე ნუ გაჩერდებით; მზეზე გარუჯვისას გამოიყენეთ შესაბამისი კოსმეტიკური საშუალებები; დაიხურეთ ქუდი ან გამოიყენეთ ქოლგა; კანის შეძლებისდაგვარად დაიცავით ტანსაცმლით; დაიცავით თვალები მზის სათვალით”, – ნათქვამია განცხადებაში.

სხვა ახალი ამბები: