შალვა ენუქიძე: “გუშინ მომხდარი ფაქტის მიზეზი იყო რუსი მესაზღვრეების მორიგი ახირება”

0

enuqidzeსაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი  შალვა ენუქიძე ენგურის ხიდთან მომხდარ ინციდენტს აფასებს. ენუქიძემ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი ზუგდიდში გააკეთა. ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით გუშინ მომხდარი ფაქტი ყო რუსი მესაზღვრეების მორიგი ახირება, ენგურის ხიდზე მომხდარი ფაქტი ჟენევის მოლაპარაკების ერთ-ერთ საკითხად დადგება.

“გუშინ მომხდარი ფაქტის მიზეზი იყო რუსი მესაზღვრეების ასე ვთქვათ ახირება, კონკრეტულად არ დაუსაბუთებიათ თუ რამ შეუშალა ხელი მის გადმოყვანას. უთხრეს რომ სოფელ ნაბაკევის მხრიდან შემოსულიყვნენ რა დროსაც მოხდა მოზარდის გარდაცვალება. 2012 წლამდე არსებობდა ე.წ გალის შეხვედრების ფორმატიც და გუშინდელმა დღემაც გვაჩვენა, რომ ამ ფორმატის აღდგენა აუცილებელია. ეს საკითხი ჟენევაში ერთ-ერთ ძირითად საკითხად დადგება”,-აცხადებს შალვა ენუქიძე.