შარაშია-ფოჩხუას წყვილს მხარდაჭერას უცხადებს ზუგდიდის გამგებელი და გამგეობის თანამშრომლები

0

PicMonkey Collageზუგდუდის გამგეობის თანამშრომლები და მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია მხარდაჭერას უცხადებენ მუსიკალურ პროექტ “ორი ვარსკვლავის” მონაწილე წყვილს, ჟურნალისტ გოდერძი შარაშიას და მომღერალ ელენე ფოჩხუას.

“ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ ამ ორ უნიჭიერეს ადამიანს, გოდერძი შარაშიას და ელენე ფოჩხუას. ჩვენ გამგეობის თანამშრომლებთან ერთად ყოველდღიურად ვამესიჯებთ ნომერზე 95 201. მიხარია რომ ძალიან წარმატებული წყვილია ორივე და ამასთანავე ორივე ჩვენი თანაქალაქელია. გვეამაყებით გოდერძი და ელენე და თქვენთან ვართ”-აცხადებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია.