Exclusive: შეიარაღებული თავდასხმა ენგურის ხიდთან

0

tavdasxmaენგურის ხიდიდან 150 მეტრის  დაშორებით BMW-ს ტიპის მსუბუქმა ავტომანქანამ გზა გადაუჭრა საბერიოსკენ მიმავალ მიკროავტობუსს, სადაც ენგურის ხიდიდან სოფელ საბერიოსკენ მიმავალი მგზავრები ისხდნენ. BMW-ს მარკის ავტომანქანიდან შეიარაღებული ნიღბიანები გადმოვიდნენ და მიკროავტობუსში მხდომ მგზავრებს გადმოსვლა უბრძანეს. ნიღბიანებმა სასტიკად სცემეს მგზავრები, საბერიოში მცხოვრები ერთ-ერთი ახალგაზრდა მამაკაცი თამაზ გამისონია კი მძევლად აიყვანეს და უცნობი მიმართულებით გაუჩინარდნენ.

“ყველა გაოგნებულები ვიყავით თავდამსხმელი ნიღბიანების სისასტიკით, მაგრამ ვერაფერს გავხდით, რადგანაც ისინი კბილებამდე შეიარაღებულები იყვნენ. ორი ადამიანი ზვიად არონია და ბადრი გამისონია ძალიან მძიმე მდგომარეობით მოათავსეს გალის რაიონულ საავადმყოფოში. მესამე მგზავრი თამაზ გამისონია, რომელიც მანქანაში იჯდა უგზოუკვლოდ არის დაკარგული. ის ორი ადამიანი, რომლებიც ამჟამად გალის საავადმყოფოში იმყოფებიან, თავდამსხმელებს ეგონათ, რომ მოკლეს და პირდაპირ გზაზე დატოვეს. ჩვენ თავიდან გვეგონა, რომ ეს იყო პრეზიდენტის დაცვა ან რაიმე ანტიტერორისტული ცენტრი, თუმცა ოფიციალურმა სტრუქტურებმა სოხუმში არაფერი იციან მომხდარი ფაქტის შესახებ”-აცხადებს smo.ge-ს წყარო.

გალის რაიონიდან გაუჩინარებული ადამიანის შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი. smo.ge-ს წყარო ადასტურებს იმ ფაქტს, რომ თვითაღიარებული რესპუბლიკის ე.წ-მა ოფიციალურმა სტრუქტურებმა ყველაფერი იციან გატაცებულის შესახებ, თუმცა ამ ფაქტს საგანგებოდ მალავენ, რადგანაც გატაცებული ადამიანი რაულ ხაჯინბას ერთ-ერთი მხარდამჭერი და დასაყრდენია გალის რაიონში. გალის რაიონის საავადმყოფოში ამ დრომდე რჩება ორი ადამიანი, ზვიად არონია და ბადრი გამისონია.მათი ჯამრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

სხვა ახალი ამბები: