შეიარაღებული თავდასხმა ტყვარჩელში

0

Tavdasxmaaaaaaaaaშეიარაღებული თავდასხმა მოხდა თყვარჩელის სასათბურე მეორნეობის ადმინისტრაციულ შენობაში. რამდენიმე ნიღბიანი ყაჩაღი ადმინისტრაციული შენობის ბუღალტერიაში შეიჭრა და მეურნაობის თანამშრომლებს ფულს და ძვირფასეულობას სთხოვდნენ. დაზარალებულთა განცხადებით, ყაჩაღებმა მთავარ ბუღალტერს სეიფის გასაღებიც ძალის გამოყენებით წაართვეს და 175 ათასი რუბლი წაიღეს.

როგორც აფხაზური პრესა იუწყება ყაჩაღები კომბინატის თანამშრომლის მანქანით გაიქცნენ და მანქანა მოშორებით დატოვეს. დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ სამართალდამცავები დამნაშავეთა კვალს ჯერჯერობით ვერ აგნებენ. ადგილობრივი პრესის ინფორმაციით აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

სხვა ახალი ამბები: