შეიარაღებულმა ყაჩაღებმა 30 სკოლის 600 პედაგოგი უხელფასოდ დატოვეს

0

ograblenieშეიარაღებული თავდასხმა მოხდა გუდაუთის ცენტრში. ჯერჯერობით დაუდგენელი ნიღბიანი ყაჩაღები თავს დაესხნენ გუდაუთის რაიონის განათლების განყოფილებას, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს. აფხაზური მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გუდაუთის განათლების განყოფილება ზუსტად იმ დროს როცა ყაჩაღობა მოხდა, ადგილობრივ პედაგოგებზე ხელფასების გაცემით იყო დაკავებული.

შეიარაღებული ყაჩაღები ჰაერში ისროდნენ რათა დაეშინებინათ მოლარეები და პედაგოგები, რომლებიც ერთი თვის კუთვნილი ხელფასების ასაღებად იყვნენ მისული. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ყაჩაღებმა გუდაუთის რაიონის 30 სკოლის 600 პედაგოგის ხელფასი წაიღეს და შემთხვევის ადგილიდან გაუჩინარდნენ. წინასწარი მონაცემებით გატაცებული თანხა მთლიანობაში 2 მილიონ რუსულ რუბლს შეადგენს.

სხვა ახალი ამბები: