შენობა სადაც აბულაძე იმალებოდა: ტელეკომპანია “ბორჯომი” ფოტომასალას ავრცელებს

0

9392299122ტელეკომპანია “ბორჯომი” იმ შენობის ფოტომასალას აქვეყნებს, სადაც პოლიციამ ამ დილით ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ შალვა აბულაძე დააკავა. დამნაშავის აყვანა გამთენიისას, ბორჯომში ე.წ არდაგნის დასახლებაში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით აბულაძეს პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.

შენობაში რომელშიც ეჭვმიტანილი იმყოფებოდა არავინ ცხოვრობს. აბულაძე დაჭრილი არ არის და ის იქ მარტო იმყოფებოდა. შალვა აბულაძის დაკავების დეტალებს შსს 13 საათზე გაახმაურებს. უწყებამ საგანგებო ბრიფინგი დანიშნა.

სხვა ახალი ამბები: