“შენ არ ხარ ის კაცი, რომელიც საკრებულოს უნდა მართავდეს”- წალენჯიხის საკრებულო თავმჯდომარის მოლოდინში (VIDEO)

1

10552634_1438044406480562_2682750171021115920_n“შენ არ ხარ ის კაცი, რომელიც საკრებულოს უნდა მართავდეს”-ასე მიმართა “ქართული ოცნების” წევრმა კობა შანავამ თავის კოლეგას, დავით ბელქანიას წალენჯიხის საკრებულოს პირველივე სხდომაზე. ამის მიზეზად კობა შანავამ დავით ბელქანიას მიერ წინა ღამით, საკრებულოს სხვა წევრებზე განხორციელებული ზეწოლა საჯაროდ დაასახელა. მისი განმარტებით, დავით ბელქანიამ საკრებულოს სხდომაზე მოპოვებული 14 ხმა სწორედ ამ ზეწოლის წყალობით მიიღო. ამიტომაც მან საკრებულოს წევრებს სხდომის ერთი კვირით გადადებისკენ მოუწოდა.

თავად წალენჯიხის ყოფილი თავმჯდომარე დავით ბელქანია, რომელიც ისევ იმავე თანამდებობისთვის იბრძვის, საკრებულო პროცედურული ნორმების დარღვევაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ სხდომის გადადება ერთი კვირით უკანონოა და ეს დრო სწორედ საკრებულოს წევრებზე ზეწოლის განსახორციელებლად იქნება გამოყენებული.

მიუხედავად ყველაფრისა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სხდომა ერთი კვირით გადადო. დღეს ახალ საკრებულოს ახალი თავმჯდომარე არ აურჩევია, თუმცა პირობა დადეს, რომ არჩევნების მეორე ტურს საკრებულოს წევრები ერთ კვირაში გამართავენ.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge გთავაზობთ კადრებს, რომელიც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დღევანდელ სხდომაზეა გადაღებული. რატომ უპირისპირდება კობა შანავა დავით ბელქანიას და რატომ არ თქმობს დავით ბელქანია საკრებულოს თავმჯდომარის სავარძელს. ამის შესახებ ვიდეორეპორტაჟში, სხდომის დეტალები.

სხვა ახალი ამბები: