“შერჩევითი სიებით” დარიგებული ჰუმანიტარული ტვირთი თუ “ქუჩის დევნილები”?!

0

2L2P6908-GEO-27-03-06-WFP-Gia_Abdaladzeარასამთავრობო ორგანიზაცია „ დემოკრატიული კავკასიის სახლის“ ხელმძღვანელი ქეთინო ჯობავა საპროტესტო წერილის გაგზავნას გერმანიაში, ორგანიზაცია „„დევნილთა თემის განვითარების ცენტრის“ სათაო ოფისში აპირებს. ჯობავას პროტესტი გამოიწვია ამ ორგანიზაციის მიერ ჰუმანიტარული ტვირთის გაცემის და დევნილთა შერჩევის პრიციპმა.  “ჩემთვის გაუგებარია თუ ვისთვის არის განკუთვნილი ეს ტვირთი. ან როგორ, რა პრინციპებით შეარჩიეს დევნილები. ორგანიზაციის წარმომადგენელი მანანა ბუთბაია ქუჩის დევნილებს გვეძახის და ამბობს, რომ სიები მიაწოდა განსახლების სამინისტროს ზუგდიდის წარმომადგენლობამ. ხვალ 5 საათზე კი ამ და სხვა საკითხებზე შეხვედრა მექნება დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სადაც მოწვეული მყავს აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი თორნიკე კილანავა და დევნილთა სამსახურის წარმომადგენელი გოჩა ელერჯია. ეს ადამიანები ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით ერთმანეთს ურთიერთბრალდებებს უყენებენ და მინდა მათ მიერ დაფიქსირებული ფაქტები გახდეს საჯარო განხილვის საგანი” –აცხადებს smo.ge-სთან საუბარში ქეთინო ჯობავა.

გერმანული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ყველა ბრალდებას უარყოფს და აცხადებს , რომ მას “ქუჩის დევნილები” არავისთვის უწოდებია.

“მე ქუჩის დევნილები არავისთვის არ მიაწოდებია. უბრალოდ ვთქვი, რომ ქუჩაში დაწერილი სიებით არ ვხელმძღვანელობ მეთქი. რაც შეეხება სიებს და სამმართველოსთან ურთიერთობას, მე გადმომცეს კოლექტიური ცენტრების ნუსხა.”-აცხადებს გერმანული ორგანიზაციის წარმომადგენელი ზუგდიდში მანანა ბუთბაია. საპროტესტო წერილის გაგზავნის ფაქტთან დაკავშირებით ბუთბაია თვლის , რომ ეს ჯობავას უფლებაა, თუმცა პირადად მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია არც ერთი დევნილის წინაშე. ფაქტია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაწეული ჰუმანური ჟესტი ზოგჯერ ხდება დევნილების დაპირისპირების შედეგი. ძალიან ძნელია გაჭირვებულებს შორის გაჭირვებულის პოვნა და მითუმეტეს ძალიან ძნელია თვითშეგნების მაღალი დონის დაფიქსირების მოთხოვნა მათი მხრიდან. სავარაუდოდ გამოსავალის პოვნას შეეცდებიან ხვალ შეხვედრის მონაწილეები. და თუ რამდენად და როგორ გამოუვათ ეს ამას დიალოგი გვიჩვენებს.

სხვა ახალი ამბები: