შესაძლოა რუსეთმა დე-ფაქტო აფხაზეთთან გაერთიანებული ჯარი შექმნას

0

66820_421235841305953_858955899_nდე ფაქტო აფხაზეთის პარლამენტს განსახილველად რუსეთთან ხელშეკრულების ახალი პროექტი წარედგინა. „ვედომოსტის“ ინფორმაციით, ახალი ხელშეკრულება საშუალებას იძლევა გაფართოვდეს 2008 წელს ხელმოწერილი „ რუსეთ-აფხაზეთის დიდი ხელშეკრულება“. „ვედომოსტის“ წყაროზე ინფორმაციით, კანონპროექტის დებულებათა უმეტესობაზე დე- ფაქტო აფხაზეთისა და რუსეთის ხელისუფლების აზრები ერთმანეთს ემთხვევა, ამიტომ, მოსკოვში ვარაუდობენ, რომ კანონპროექტი არ გამოიწვევს სოხუმის ნეგატიურ რეაქციას.

კანონპროექტის მე-5 მუხლი რუსეთის შეიარაღებული ძალების და  აფხაზეთის ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნას ითვალისწინებს,“ საგარეო აგრესიის მოსაგერიებლად და  აფხაზეთის საზღვრების დასაცავად“.

რუსეთ-აფხაზეთის საზღვრის დაცვის სფეროში დეკლარირდება ორი წლის შემდეგ მისი გადალახვის სრული თავისუფლების მიღწევა, თუმცა უსაფრთხოების ზომების დაცვით.

ხელშეკრულების რატიფიკაციის შემდეგ იგეგმება აფხაზეთის საბაჟო პროცედურების საბაჟო კავშირთან უნიფიცირება. გამოცემის ინფორმაციით, აფხაზეთი და რუსეთი ვალდებულებას იღებენ ერთობლივად, ეტაპობრივად გაზარდონ აფხაზეთის საჯარო მოხელეების ხელფასი და პენსია, რათა მათი ანაზღაურება,  რუსეთის სამხრეთ ოლქის საბიუჯეტო ანაზღაურების დონეს მოუახლოვდეს.

რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც აფხაზეთში ცხოვრობენ, (ხოლო აფხაზეთის რესპუბლიკის უმრავლესობას რუსეთის მოქალაქეობა აქვს) რუსეთის საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში ჩაერთვებიან .

სხვა ახალი ამბები: