შესაძლოა, ხუდონჰესის საკითხზე სამთავრობო კომისია შეიქმნას

0

khudoniშესაძლოა, ხუდონჰესის საკითხზე სამთავრობო კომისია შეიქმნას.
ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეკონომიკის სფეროს ექსპერტთა ნაწილის მიმართვას გაითვალისწინებს.

ხუდონჰესთან დაკავშირებით სამთავრობო კომისიის შექმნის შემთხვევაში მასში აქტიური მუშაობის მომხრეა სამეგრელო-ზემო სვანეთის ხელისუფლება, მათ შორის გუბერნატორი ლევან შონია და მესტიის გამგებელი კახა ჟორჟოლიანი, ასევე, მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე.  მსგავსი პოზიცია აქვს სამთავრობო კომისიის შექმნის საკითხზე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს სოზარ სუბარს.

„აღნიშნულმა ფორმატმა მნიშვნელოვნად უნდა გააუმჯობესოს და ეფექტური გახადოს კომუნიკაცია ხელისუფლებასა და მთლიანად სვანეთის, რეგიონის მოსახლეობას შორის, ასევე მნიშვნელოვნად გააადვილოს მხარეთა შორის საბოლოო შეთანხმების მიღწევა და ამავდროულად, მაქსიმალურად დააჩქაროს და მეტად ეფექტური გახადოს თავად პროექტის განხორციელების პროცესი,“- განმარტავს ექსპერტთა ოთხეული.

ხუდონჰესთან დაკავშირებით სპეციალური სამთავრობო კომისიის შექმნის საკითხზე პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, მოკლე ხანში გახდება ცნობილი.