შექმნიან თუ არა ახალ კოალიციას ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები?

0

timthumbპოლიტიკური პარტია ”თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა მორიგ პოლიტიკურ განცხადებას აკეთებს და საზოგადოებას საკუთარ პროგნოზებს აცნობს თუ რა შეიძლება მოხდეს საქართველოს სინამდვილეში. კუკავა თამამად აცხადებს, რომ ახლო მომავალში შესაძლებელია საქართველოს მოქმედმა და ყოფილმა პარლამენტის თავმჯდომარეებმა, მათთან ერთად ამჟამინდელმა თავდაცვის მინისტრმა კოალიცია შექმნან. კახა კუკავა ახალი კოალიციის სავარაუდო სახელსაც აჟღერებს. ახალ კოალიციას “კოალიცია ევროპული რეფორმებისთვის” ერქმევა.

”სცენარი მზადდება, რაც მოხდა ეგვიპტეში, მოლდავეთსა და 2003 წელს საქართველოში. ტრანზიტის ფუნქციის შესრულების შემდგომ, რომლის ამოცანა სააკაშვილის პოლიტიკიდან გაყვანა იყო, ივანიშვილი ასპარეზს დატოვებს. ალბათ, შეიქმნება კოალიცია დაახლოებით ასეთი სახელით “კოალიცია ევროპული რეფორმებისთვის”, სადაც გაერთიანდებიან ბაქრაძე, ალასანია და უსუფაშვილი. ეს კოალიცია გააგრძელებს ქვეყნის მართვას. პოლიტიკიდან წავა მხოლოდ სააკაშვილი, “ნაციონალური მოძრაობის” რეაქციული ნაწილი კი დარჩება. ამას უსათუოდ მოჰყვება ვადამდე არჩევნების საკითხი და შს მინისტრი დადგება დარტყმის ქვეშ, რადგან ე.წ. ევროპული კოალიციის გეგმებისთვის ერთ-ერთი ბარიერი ღარიბაშვილია. ივანიშვილს რეალურად პარლამენტში თავისი გუნდი არა ჰყავს, რესპუბლიკელები და ალასანია კი მძლავრი გუნდებით არიან წარმოდგენილი. აჯობებს ივანიშვილმა 2 წლის მერე დატოვოს პოსტი და ქართველ ხალხს ყველაზე წარმატებული მინისტრი შესთავაზოს, როგორც პრემიერობის კანდიდატი”-აცხადებს კუკავა.

სხვა ახალი ამბები: