შეშინებულმა ანქვაბმა ევროპელი პროფესორი დაბლოკა

0
previewაფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ფაკულტეტის სტუდენტებისათვის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული ლექცია, რომელიც ევროკავშირის ეგიდით დაიწყო მოულოდნელად შეწყდა.
ბრიუსელის უნივერსიტეტის პროფესორი ბრუნო კოპიტერსი არ იყო
პირველი უცხოელი რომელმაც აქ ლექციები ჩაატარა.  ამ ეტაპზე აფხაზეთის უნივერსიტეტში გათვალისწინებული იყო 12 ლექცია, თუმცა თუმცა პირველი ლექცია უკანასკნელიც აღმოჩნდა.  ლექციების შეწყვეტის მიზეზად უსაფრთხოების დაცვა და დე ფაქტო პრეზიდენტ ანქვაბთან თემების შეუთანხმებლობა აღმოჩნდა.
აუდიტორიაში მოსული სტუდენტებისათვის თემები: ეთნოსი, ეთნიკური ამბოხებები, სამოქალაქო ომების მიზეზები გაუგებარი დარჩა. აღსანიშნავია ის ფაქტი,რომ პროფესორ ბრუნო კოპიტეიკორსი ხშირად ქართველების და აფხაზების შეხვედრების მოდერატორიც იყო. ანქვაბს შეეშინდა მოდერატორის და სტუდენტების ურთიერთობის. ადვილი იყო შეხვედრების დროს უკუკავშირი,რომ სტუდენტებს არ გაეთქვათ სახელმწიფო საიდუმლოება. აფხაზი სტუდენტები კი თვლიან, რომ ასეთი პროტესტი უარყოფითად იმოქმედებს თვითაღიარებული რესპუბლიკის იმიჯზე. დე ფაქტო პრეზიდენტისგან ამ ფორმით ინფორმაციის გაცემა-არგაცემის საკითხი და მისი დაბლოკვა ინტერნეტის საუკუნეში სასაცილო და აბსურდულია.

სხვა ახალი ამბები: