შეცვლის თუ არა ელდარ ღურწკაიას მანუჩარ ჩილაჩავა?-დევნილები სიახლის მოლოდინში არიან

0

10421180_791050934261019_8910625413157622608_nმას შემდეგ რაც აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელმა და მისმა მოადგილემ დაკავებული თანამდებობები დატოვეს გაჩნდა ამავე თანამდებობებზე ახალი ვაკანსიები. აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის პოსტზე არაერთი კანდიდატურა განიხილება. საინფორმაციო სააგენტო smo.ge-სთვის ზოგიერთი კანდიდატურის ვინაობა გახდა ცნობილი. ესენი არიან ოთარ ჩხეტიანი, თენგიზ ჩაკაბერია და მანუჩარ ჩილაჩავა.

ყველაზე რეალურ კანდიდატად აღნიშნულ თანამდებობაზე მანუჩარ ჩილაჩავა განიხილება, რომელიც პროფესიით იურისტია და ამჯამად სახალხო დამცველის სამეგრელოს წარმომადგენლობაში მუშაობს. მანუჩარ ჩილაჩავა სახალხო დამცველის რეგიონალურ წარმომადგენლობაში დევნილთა საკითხებს კურირებს.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge მანუჩარ ჩილაჩავას ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ ჯერჯერობით ამასთან დაკავშირებით მას შემოთავაზება არ მიუღია.

“ჯერ მე ამ საკითხთან დაკავშირებით არავინ დამკავშირებია. პირველად ვიგებ თქვენგან ამ ინფორმაციას”-განაცხადა მანუჩარ ჩილაჩავამ.