შეცვლის თუ არა ირინა იმერლიშვილი დავით საგანელიძეს?!

0

cms-image-000002732გაზეთ ”ალიას” მიერ გაჟღერებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შესაძლოა დავით საგანელიძეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერობა დაატოვებინონ, დღეს ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-მა უფრო მეტად განავრცო. სამაუწყებლო კომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში თავად დავით საგანელიძემ აღნიშნა, რომ ”ქართული ოცნების” პოლიტიკურ გუნდში მრავლად არიან ისეთები, ვინც მის მიერ გატარებულ პოლიტიკას არ ეთანხმება. ის არც თანამდებობის დატოვებას გამორიცხავს, თუმცა ამჯერად გავრცელებულ ინფორმაციას ვერ ადასტურებს.

„დავით საგანელიძემ შეიძლება ისიც გადაწყვიტოს პარლამენტში იყოს თუ არა.იმიტომ, რომ შეიძლება ახალი თაობა მეტი წამოვიდეს. პოლიტიკოსობა არ არის ჩემი დიდი ოცნება და არც ისე დიდი ამბიციები არა მაქვს მაისდამაინც პოლიტიკაში, ბევრად უფრო სხვა მიზნები მაქვს შეიძლება ბევრად უფრო დიდი ვიდრე პოლიტაში წარმატებებია.“-განაცხადა საგანელიძემ.
„დავით საგანელიძემ შეიძლება ისიც გადაწყვიტოს პარლამენტში იყოს თუ არა.იმიტომ, რომ შეიძლება ახალი თაობა მეტი წამოვიდეს. პოლიტიკოსობა არ არის ჩემი დიდი ოცნება და არც ისე დიდი ამბიციები არა მაქვს მაისდამაინც პოლიტიკაში, ბევრად უფრო სხვა მიზნები მაქვს შეიძლება ბევრად უფრო დიდი ვიდრე პოლიტაში წარმატებებია.“განაცხადა საგანელიძემ. – See more at: http://pirveliradio.ge/?newsid=10180#sthash.DFlqjGxi.dpuf

დავით საგანელიძის თანამდებობიდან გადაყენების შემთხვევაში, უმრავლესობას პარლამენტში საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარე ირინა იმერლიშვილი უხელმძღვანელებს, თუმცა თავად იმერლიშვილიც ჯერჯერობით ასეთ ფაქტს ვერ ადასტურებს.

იმერლიშვილისგან განსხვავებით ”ქართული ოცნების” გენერალური მდივანი არმაზ ახვლედიანი ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პარტიაში გარკვეული ცვლილებები მართლაც იგეგმება. ახვლედიანს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-სთვის მიცემულ ინტერვიუში კონკრეტული თანამდებობები და კონკრეტული პირები არ დაუსახელებია.

სხვა ახალი ამბები: